დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციისთვის მესამე დოზაც გახდება საჭირო, მისი თქმით ამით უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნება მოსახლეობაში.
გამყრელიძის ამ განცხადებას კი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ეხმაურება.
„ამას ვამბობ 1 წელია და ყველამ, აბსოლუტურად ყველამ "კატოკით" გადამიარა...
ეს მერამდენე აღიარებაა?! იქნებ თქვენ დათვალოთ...
ნელ-ნელა ყველაფერი, რასაც მე ვუზიარებდი ჩვენს საზოგადოებას, საბოლოოდ დასტურდება 3-6 თვეში, ზოგჯერ 12 თვე უნდა... როდემდე უნდა ვიყოთ ასე?! მოუსმინეთ პროფესიონალებს.
მოუსმინეთ ექსპერტებს. მოუსმინეთ მეცნიერებას.
ვინ არის პროფესიონალი და ვინ არის ექსპერტი, ამას დრო აჩვენებს ... და უკვე აჩვენა
გადახედეთ 2020 წლის მარტიდან, ვინ რას აზიარებდა, ვინ რა პოზიციაზე იყო, ვინ და როგორ აფრთხილებდა საზოგადოებას ...
დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ ...“ - ასე ეხმაურება პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ორჯერადად აცრილებს, შესაძლოა მესამე, დამატებითი აცრის გაკეთება დასჭირდეთ.