
„ერთ-ერთი მთავარი მოწოდება რაც დღეს განვიხილეთ ეს არის, რომ საჯარო თუ კერძო სექტორი, სადაც ამის საშუალებაა მაქსიმალურად იყოს დისტანციურ მუშაობაზე გადასული“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძე მოუწოდება საჯარო თუ კერძოს სექტორების ხელმძღვანელებს დროულად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე და იქ სადაც ოფისში სიარული საჭირო არ არის არ ატარონ თანამშრომლები.
„თუ აუცილებელი საქმე არ არის ოფისში, მისვლა არ არის საჭირო. მეტი დისტანციური მუშაობა, მეტი პრევენციული ღონისძიება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძე.