პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, პირველი არხის ეთერში საახალწლო დღეების შესახებ ისაუბრა და მოქალაქეებს დღესასწაულის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, „თუ კვლავ გვინდა ვნახოთ გაზაფხული, მკაცრი ზომები უნდა დავიცვათ“, რადგან ვაქცინას ბევრი კითხვის ნიშანი აქვს.
„იმისთვის, რომ ყველამ ერთად, კვლავ ვნახოთ გაზაფხული, ეს მკაცრი ზომები უნდა დავიცვათ, ვინაიდან არ გვაქვს არანაირი სამკურნალო საშუალება...
თითქოს, მზის შუქზე გამოანათა ვაქცინამ, მაგრამ მასაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ეფექტიანობასთან დაკავშირებით, გამოსავალთან და ა.შ. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ მკაცრი იზოლაციის პირობებში ნებისმიერი სიცოცხლე შეიძლება გადარჩეს.
ამიტომ, ახალი წელი მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლავ შევხვდეთ გაზაფხულს. თუ იმის ხმის მოსმენა და დანახვა გვინდა, ვინც ძალიან გვიყვარს, ინტერნეტით ვნახოთ... ამ ეტაპზე ასე ვნახოთ ერთმანეთი, რომ გადავრჩეთ“, – ამბობს რატიანი.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
ძალიან დადებითი ინფორმაციის მატარებელი კვლევა გამოქვეყნდა - ზურაბ გურული
ეპიდვითარება საქართველოში - 25 დეკემბრის განახლებული კოვიდსტატისტიკა