Digest Logo

ეპიდვითარება საქართველოში - 25 დეკემბრის განახლებული კოვიდსტატისტიკა

1608879535
კორონა და კოვიდი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 515 გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის 218 724 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 196 220. გარდაიცვალა 2 313. კარანტინის რეჟიმშია - 396, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5969. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1542 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

რამდენი იხარჯება მძიმე და მსუბუქ კოვიდპაციენტებზე - ტიკარაძის პასუხი

ბევრად კარგად ვცხოვრობ, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის 90% - გვარამია საკუთარ ცხოვრებაზე

25 დეკემბრის ამინდის პროგნოზი