Digest Logo

აცრა ან ყველას უნდა გაეკეთებინა ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურს დატოვებდა

1616230305
მეგი ბაქრაძის მამა

ახალციხეში ასტრაზენეკას გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი თბილისში გადაყვანამდე, ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო. ვეფხია ბაქრაძის თქმით, ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მისი შვილი სამსახურს დატოვებდა.

„იმედის“ კლინიკაში მუშაობდა, ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა, ან ყველას, ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებდა სამსახურს.

100%-იანია, რომ ესენი დაიბნენ და ვერაფერი გააკეთეს. შეეშინდათ. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება არც ჰქონდათ არც ადრენალინი და არც სხვა რამე, არ იყვნენ მზად, რომ ეს გაეკეთებინათ.

ახალციხეში უკვე მიცვალებული იყო,“ - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

ცნობისთვის, 15 მარტს საქართველოში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ პრეპარატით დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში 18 მარტამდე ჩატარებული 3365 აცრიდან 4 სერიოზული გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა.

ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან მე-4 დღეს ლეტალური შემთხვევა მოხდა - 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კოვიდინფექციის საწინააღმედო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა 27 წლის მედდა, რომელსაც, სამედიცინო პერსონალის ცნობით, ზოგადად არ აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები. მიუხედავად ამისა, ვაქცინაციიდან 30 წუთში მას განუვითარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური გამოვლინებები, მდგომარეობა დაუმძიმდა, 19 მარტს კი გარდაიცვალა.