Digest Logo

ბოჭორიშვილი ფრანგიშვილს დაუპირისპირდა - „ეს ანტიბიოტიკი არ წარმოადგენს კოვიდის სამკურნალო საშუალებას!“

1638902422
ბოჭორიშვილი - ფრანგიშვილი

სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრები ექიმის, იაგო ფრანგიშვილის ფეისბუკპოსტი ვრცელდება, სადაც ის კოვიდის დროს კონკრეტული ანტიბიოტიკის გამოყენებაზე წერს. ფრანგიშვილის ამ პოსტს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, მათ შორის სამედიცინო წრიდან. 

მას საფრანგეთში მცხოვრები ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი დაუპირისპირდა და ფეისბუკით პასუხი გასცა:

„დაუშვებელია ფეისბუკით (და საერთოდ ნეტით) წამლების, თანაც სრულიად უვარგისის, რეკლამირება, რაღაც დოზებისა და სქემების მოწოდება.

ხოლო, როდესაც ყველა ჯურის ანტივაქსერი, მათ შორის მოფაშისტო არარაობა შენი დამცველი და თანამოაზრეა, მინიმუმ უნდა დაფიქრდე.

„აზიტრომიცინი არ წარმოადგენს კოვიდ 19-ის ეფექტური მკურნალობას“ (https://www.cochrane.org/…/HAEMATOL_are-antibiotics) გარკვევით წერია მტკიცებულებითი მედიცინის ყველაზე ავტორიტეტულ წყაროში! თუ ინგლისური გაუგებარია, რუსულადაცაა იქვე“.

იაგო ფრანგიშვილი თავის პოსტში წერს:

„კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 500 მილიგრამი დღეში ერთხელ და მინიმუმ 6 დღე არაა მხოლოდ მაშინ ინდიცირებული, თუკი კოვიდიანს აქვს ინფექციური გართულება, არამედ ინიშნება ადრე, როცა გაქვს სიცხე 38-ზე მაღალი და ხველა, ან სიცხე, რომელიც მიუხედავად პარაცეტამოლისა, მაინც არის. აქ მოცდა და ლოდინი არაა კარგი…“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„აღარ გვყავს... გული გაჩერდა“ - გიგა ბოკერიას მამა გარდაეცვალა

🔵„ამის გამო სიბნელე გამოაცხადო ნორმად და ცხოვრებისთვის საუკეთესო გარემოდ – ამაზე დიდი ყეყეჩობა და სირეგვენე ნამდვილად არ ვიცი!“ – დავით გადელია

🔵მიხეილ ცაგარელის 7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵„კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 500 მილიგრამი დღეში ერთხელ და მინიმუმ 6 დღე...“ - იაგო ფრანგიშვილი

🔵ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა

🔵„გამოიყენეთ „ვიაგრა“ და ალცჰაიმერის დაავადებასაც აიცილებთ...“ - ფხაკაძე