Digest Logo

🎥 „ეგოისტი ხელმძღვანელების დრო იწურება“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

1794208023
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა, რომლის ფონზეც განსაკუთრებული ყურადღება ახალმთვარეობას დაეთმო და მაყურებელს  მნიშვნელოვანი ტენდენციები გააცნო.

როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, ახალმთვარეობის პერიოდი და მიმდინარე კვირა სავსე არის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ცვლილებებით, რამაც საქმეებსა და ფინანსურ საკითხებში ახალი ტენდენციები წარმოშვა.

პერიოდი უკავშირდება შინაგან გადაფასებებს, ახალ ეტაპზე გადასვლასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, სადაც თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობს ემოციური ბალანსის შენარჩუნება და რაციონალური მიდგომა:

    ზოგადი ფონი: ახალმთვარეობა, მარსის და იუპიტერის შერწყმა, დირექტიული ვენერა

„მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანია. ვარსკვლავები გვაცნობენ, რომ დღეს არის ახალი მთვარე. 11:00 საათზე იქნება პიკი. არის უარყოფითი ენერგიების დღე, არ უნდა ავყვეთ ცდუნებებს. შესაძლოა, გქონდეთ უცნაური სიზმრები. მზის და მთვარის შეერთება არის ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ქვეცნობიერი ზემძლავრად მუშაობს. შეიძლება წამოვიდეს წარსულზე ფიქრები და თვითგვემა. ულმობელი, პირდაპირი საქციელი.

სამყაროს თხოვნაა მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ დაიწყოთ, არ აჰყვეთ ფანტაზიებს. ალკოჰოლს მოერიდეთ. ტრავმულ-ავარიულობა მატულობს, კონფლიქტების ალბათობა მატულობს. დღე გაიარეთ მშვიდად, მაქსიმალურად ახლოს იყავით ხელოვნებასა და ბუნებასთან.

შემდეგი დღეები შედარებით კარგი და ხელსაყრელია, მაქსიმალურად გამოიყენეთ. პარასკევიდან 22 ნოემბრამდე იწყება რთული პერიოდი, ამიტომ ეცადეთ შემდეგი სამი დღე გამოიყენოთ.

გეომეგნიტური დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.

თუ იგრძენით თავის ტკივილი, არ შეგეშინდეთ, თუმცა მიაქციეთ ყურადღება. ამ დროს ინფექციების გავრცელება ხდება. იყავით შედარებით ფრთხილად. წნევა იცვლება, ამინდებიც არასტაბილურია.

ახალმთვარეობის გარდა ხუთშაბათს, მარსი და იუპიტერი ხვდებიან ერთმანეთს. ყველა ის ადამიანი, ვინც აქამდე იყო ხელმძღვანელი, იყო ეგოისტი, არ სცემდა პატივს თანამშრომლებს, ყველა ეს ადამიანი დაკარგავს თანამდებობას.

პარასკევს გონების, ინტელექტუალობის პლანეტა მერკური იყო უკუმავალი. სამყარო გვეუბნება რომ დავუბრუნდეთ ძველ საქმეს. საქმიანი კონტაქტები წინა პლანზე წამოიწევს. დაშვებული შეცდომები გამოასწორეთ. განახორციელეთ ახალი იდეები და პროექტები.

შაბათს ვენერა ხდება დირექტიული, ანუ სწორად მავალი. შაბათამდე არის ხიფათის ალბათობა, რადგან შესაძლოა ძველი სასიყვარულო პარტნიორები გამოჩნდნენ, ან დაგიბრუნდნენ. თუ უნარი გაქვთ ურთიერთობის გამოსწორების გამოასწორეთ, თუ არა შეეშვით. ვენერა შაბათიდან გაძლევთ შესაძლებლობას ახალი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

                           ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

♈ ვერძი:

ენერგოტონუსი დაბალია, ადვილად იღლებით. ემოციური ფონიც მაღალია. გჭირდებათ განსაკუთრებული კონტროლი, ხდებით ზედმეტად ეჭვიანი და სარკასტული. გინდათ ყველას მიმართ იყოთ მომთხოვნი. იყავით ყურადღებით და მოერიდეთ კონფლიქტებს. მატულობს ინტუიცია და ეს გეხმარებათ სწორად ქმედებაში. ფინანსურ ხარჯს მოერიდეთ.

♉ კურო:

ენერგოტონუსი მაღალია, შესაბამისად შრომისუნარიანი და ხალისიანი ხართ. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. პარტნიორულ ურთიერთობებში იყავით ფრთხილად, მატულობს სიჯიუტე. ამან შესაძლოა ფინანსური პრობლემებიც კი შეგიქმნათ.

♊ ტყუპები:

ენერგოტონუსი დაბალია, ნუ გადაიღლებით. ჯანმრთელობის მიმართ იყავით ყურადღებით, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის მიმართ. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ კოლეგებთან დამოკიდებულებაში. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ წარსულიდან ადამიანები არ დააბრუნოთ, რადგან ალბათობაა ძველი სასიყვარულო პარტნიორები დაბრუნდეთ. არ მიეცეთ ფანტაზიებს.

♋ კირჩხიბი:

კვირის ფავორიტი ხართ, თუმცა აუცილებელია ფრთხილად იყოთ დღეს. მგრძნობიარეები ხართ. 13 რიცხვიდან მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ. არავის ანდოთ ფინანსები. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა შვილებთან და სიყვარულში.

♌ ლომი:

ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი. საყოფაცხოვრებო ნივთებს მიაქციეთ ყურადღება. პრობლემები გადაჭერით მშვიდად. ზედმეტად ნერვებს ნუ მოუშლით ახლობლებს. ნუ გადაიტანთ მნიშვნელოვან საქმეებს პარასკევს, გააკეთეთ ხუთშაბათს. კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა გაქვთ.

♍ ქალწული: 

ენერგოტონუსი კარგია, შრომისუნარიანები ხართ. თუმცა გყავთ ფარული მტრები, იყავით ყურადღებით და არ აჰყვეთ ჭორებს. რთულ დღეებში არ დაწვრილმანდეთ.

♎ სასწორი:

მიამიტები ხართ. დაფრინავთ, თქვენთვის ყველა კარგი და ლამაზია, ყველა გატყუებთ. წინა პერიოდის პროექტებში შანსი გაქვთ ახლა მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. აქედან გამომდინარე გაუფრთხილდით ფინანსებს. საყიდლები გადადეთ შემდეგი კვირისთვის.

♏ მორიელი:

ყველაზე აქტიური და შარმიანი ხართ. თქვენი დროა. წარმატების ყველაზე დიდი შანსი გაქვთ. თუმცა თქვენში ემოციური აგრესია მატულობს. გემატებათ ენერგია. თუ მორიელები გყავთ ამუშავეთ ბევრი. მორიელებო ივარჯიშეთ, იცურავეთ, დახარჯეთ ენერგია. ყველაზე წარმატებულია.

♐ მშვილდოსანი:

ყველაზე კრიტიკული პერიოდი გაქვთ. ნელ-ნელა შვებას იგრძნობთ, თუმცა ახლა ფარული ჭორების და ზურგს უკან მოქმედებების დიდი ალბათობაა. იყავით ფრთხილად, არ აჰყვეთ კრიტიკას. არ იყიდოთ არაფერი მნიშვნელოვანი ამ დღეს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

♑ თხის რქა:

შესაძლოა გქონდეთ სასამართლო პროცესები, დაძაბულობა მატულობს თუმცა ჯანს არ უჩივით, ენერგიულები ხართ. თუმცა იყავით ფრთხილად, ფინანსებთან იყავით ფრთხილად და არ მისცეთ გარემოცვას საშუალება დაგახარჯინოთ.

♒ მერწყული:

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ გაცივდეთ, სახსრები და ხერხემალი ითხოვს ყურადღებას. 13 რიცხვიდან ემოციური გაღიზიანების ალბათობაა. შემდეგი კვირა კი უკეთესია.

♓ თევზები:

ენერგიულები ხართ. ინტუიცია მდგრადია და სწორ არჩევანს აკეთებთ. თუმცა პარასკევს გამოიჩინეთ სიფრთხილე. ჩარჩოებში ყოფნა პრეტენზიულობას იწვევს. თქვენ მიმართ მოთხოვნა იზრდება. მგზავრობისთვის გამოიყენეთ ოთხშაბათი და ხუთშაბათი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მერკური და ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას დაასრულებენ - 9-15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

⭕ NBA | სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსმა“ აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი მისსავე მოედანზე დაამარცხა

⭕ ახალმთვარეობა მორიელში: რა უნდა დავტოვოთ წარსულში და როგორ მოვემზადოთ შინაგანი რესტარტისთვის - თამარ ხოსროშვილის ასტროპროგნოზი

✕