Digest Logo

ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო იცავს ჰოსპიტალიზაციისგან ადამიანს თუ ვაქცინაცია? - კულუმბეგოვის განმარტება

1638452309
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის უახლესი მონაცემებით, იმ შემთხვევაში თუ კოვიდგადატანილი ადამიანი ისევ ინფიცირდა, მისი კლინიკაში მოხვედრის შანსი უფრო მეტია, ვიდრე ვაქცინირებულების დაინფიცირებისას.

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლესი მონაცემების მიხედვით, კოვიდის გადატანის შემდეგ გამომუშავებული ბუნებრივი იმუნიტეტის შემთხვევაში რეინფიცირებისას 5,4-ჯერ მეტია კლინიკაში მოხვედრის შემთხვევები, ვიდრე ორჯერ ვაქცინირებულების, თუმცა ჯამური რაოდენობით, გადატანილი დაავადების შემდგომ ინფიცირებულების რიცხვი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ვაქცინაციის შემდგომ ვირუსგადატანილის, მაგრამ თუ ავად გახდა, 5-ჯერ მეტია შანსი კლინიკაში მოხვდეს რეინფიცირებული, ვიდრე ვაქცინირებული“, - განუცხადა „დაიჯესტს“ ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, იცავს თუ არა ბუნებრივი იმუნიტეტი ლეტალობისგან, ისე როგორც ვაქცინა.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მწვანე პასპორტებში არის ერთი სერიოზული ნაკლი – გადატანილი ინფექციის შემდეგ უვადო პასპორტის გაცემის საკითხი“ - კულუმბეგოვი

🔵მოდუნდით, დღეს სიმშვიდისა და მედიტაციის დღეა - ცაგარელის რჩევა

🔵ლექსო ლაშქარავა დღეს 38 წლის გახდებოდა

🔵„თუ ვინმეს გაინტერესებთ, რა ხდება ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix საქმეზე“... - იურისტი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

🔵„ძალიან განვიცდი, ინგასთვის ეს არასოდეს მითქვამს და მინდა იცოდეს“ - მიხეილ სააკაშვილი