Digest Logo

„ძალიან განვიცდი, ინგასთვის ეს არასოდეს მითქვამს და მინდა იცოდეს“ - მიხეილ სააკაშვილი

1638443296
მიხეილ სააკაშვილი და ინგა გრიგოლია

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. 

მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ 7 ნოემბერს ადამიანებმა სტრესი განიცადეს. მისივე თქმით, ამ დღის შედეგად მიღებული განცდებისა და ტრავმების გამო სამედიცინო დახმარება თავადაც დასჭირდა.

სააკაშვილმა ასევე ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას მიმართა. 

„ინგამ ამასწინათ ისაუბრა 7 ნოემბერზე და თქვა, რომ როდესაც პოლიცია შევიდა, მან დიდი სტრესი განიცადა და მოხვდა კლინიკაში. ამის მერე, რამდენიმე დღის შემდეგ მე მივეცი ვრცელი ინტერვიუ ინგას და მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი, ძალიან განვიცდი, რომ მას ეს სტრესი მიადგა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაგრამ მეც მქონდა მძიმე ტრავმა. მე მქონდა ძალიან მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მქონდა მაღალი სიცხე ამ ინტერვიუს როდესაც ვიძლეოდი, ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრავმისა და განცდებისა, რაც ვიხილე და რაზედაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფრის შედეგად ავიღე. მე მინდა ეს იცოდეს ინგამ, არასდროს არ მითქვამს ეს იყო იმ ინტერვიუს შემდეგ, გვერდით ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი და ალბათ მისი ხარჯებიც შეტანილია და ალბათ ბოტოქსი ჰქვია იმასაც, მაგრამ გერმანელი ექიმი მელოდა, რომელიც შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩემს განკურნებას", - განაცხადა სააკაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ საქართველოს პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს“ - ნათია თოიძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

🔵გელას გარდაცვალებამდე ირაკლი ჩარკვიანი მესიზმრა - რა სიზმარი ნახა სააკაშვილმა

🔵„სანდრა ცხვირსახოცს იშველიებდა, თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა და თეფშს ჩაშტერებოდა“ - მედეა ვასაძე

🔵„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი საყვარელი შვილიშვილი“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

🔵„ნამდვილი ჟანა დ'არკი ხარ“ - სააკაშვილის წერილი

🔵„ქოსატყუილა გიჟი! 7 ნოემბერი რატომ მოუწყო ქართველ ხალხს, იმაზე ისაუბროს...“ - ხოფერია სააკაშვილზე