
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰონკონგში კვლევა ჩაატარეს, სადაც ერთმანეთს „ფაიზერისა“ და „სინოვაკის“ იმუნოგენობა შეადარეს.
„ჰონკონგში ჩაატარეს კვლევა, სადაც ერთმანეთს შეადარეს „ფაიზერის“ და „სინოვაკის“ იმუნოგენობა (იმუნური პასუხის უნარი და ძალა).
შედეგებმა აჩვენა, რომ ფაიზერის უნარი ჰუმორული (ანტისხეულები) იმუნიტეტის მხრივ მკვეთრად მაღალია სინოვაკზე, ხოლო სინოვაკის უნარი წარმოქმნას უჯრედული იმუნიტეტი (CD4, CD8 T ლიმფოციტები) ვირუსის სტრუქტურული ცილების მიმართ გაცილებით მეტია, ვიდრე ფაიზერის ვაქცინის.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ყველა ფორმის დაავადების თავიდან აცილებაში „ფაიზერი“ რჩება „ჩემპიონად“, ხოლო ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილისგან დაცვა (ეს ფაქტორები დამოკიდებულია უჯრედულ იმუნიტეტზე) ორივე ვაქცინას თანაბრად გამოდის.
ასე, რომ გულგატეხილი ხალხი, რომლებიც მწერთ, რომ ავიცერი „სინოფარმით“და „სინოვაკით“ და რა გვეშველებაო, სანერვიულო არ გაქვთ, ვაქცინა კარგად გიცავთ მძიმე დაავადებისგან და როცა ბუსტერი შეგეხებათ დაიმატეთ ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც გნებავთ“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„არჩევნებით არ წავლენ ესენი... მგონი რევოლუციის დროა“ - მაია დარსმელიძე