დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კონტაქტირებული და ინფიცირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდება.
„ჩვენ შემუშავებული გვაქვს უკვე ახალი პროტოკოლები, როგორც კონტაქტირებულების, ისე ინფიცირებულების, დღეს და ხვალ სამინისტროში იქნება ამ პროტკოლოების განხილვა, ანუ შემოკლდება უფრო როგორც იზოლირებულის, როგორც ინფიცირებულებში, ისე კონტაქტირებულებში ვადა, ამას განვიხილავთ სამინისტროში და მომავალ 2-3 დღეში ისინი მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგინდება", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა ექნება იზოლაციის მკაცრად დაცვას, რადგან „ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა მარტივად ვრცელდება.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„არა მარტო ამაშუკელზე, აწ უკვე, დეისაძეზეც ან კარგს ამბობენ, ან არაფერს“ - ნიკა გვარამია