Digest Logo

Covid 19-ის გამოვლენილი შემთხვევების უკან 3-ჯერ მეტი დაუდასტურებელი შემთხვევაა - ეპიდემიოლოგი

1604677491
ეპიდემიოლოგი - ჩოკიშვილი

ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის შეფასებით, საქართველოში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

მისი თქმით, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევაზე გაცილებით ბევრი დაუდასტურებელი ინფიცირებულები არიან. აქედან გამომდინარე ეპიდემიოლოგი ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევბის კიდევ უფრო მეტი ზრდა და ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს შემთხვევები არის მხოლოდ ის, რომელიც გამოკვლეულია, დადასტურებულია. ამის უკან დგას 3-ჯერ ან მეტი შემთხვევა, რომელიც ვერ დასტურდება. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „დღის თემაში“.

ცნობისთვის, დღეს 6 ნოემბერს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ რეკორდი დაამყრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვნელემა,ამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების მობილიზება გამოაცხადა, ხოლო ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანურ რესურსს გაფრთხილება სჭირდება.

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სტომატოლოგებისა და სტუდენტების მობილიზება იწყება - ვინ რა მიმართულებით იმუშავებს?

ბოლო 24 საათში COVID-19-ით 183 ექიმი დაინფიცირდა

რამდენ ხანს არის სავალდებულო იზოლაცია/თვითიზოლაცია? - მთავრობის ახალი რეკომენდაციები


წყარო: fortuna.ge