საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სტომატოლოგებსა და სტუდენტებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ჩართვისკენ მოუწოდა.
გამყრელიძის თქმით, ასაკოვანი ექიმები, რომლებიც რისკჯგუფში არიან, სატელეფონო კონსულტაციებს გაუწევენ მოქალაქეებს, ხოლო სტუდენტები და სტომატოლოგები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი განათლება, მკურნალი ექიმებისა და რენიმატოლოგების ასისტენტებად იმუშავებენ.
ამავე ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი რესურსი ამოწურვადია და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ადამიანურ რესურს უნდა გაუფრთხილდეს. მინისტრმა მოქალაქეებს მაღალი თვითშეგნების გამოჩენა სთხოვა.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
იგეგმება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა?
პანდემია ძალებს იკრებს - გამყრელიძე გვაფრთხილებს
რესურსები არ არის დაუსრულებელი, მოგვეთხოვება მაღალი შეგნება - მინისტრი