Digest Logo

დაავადება მოულოდნელად გაქრება - ფსიქოლოგი, რომელმაც კორონავირუსი იწინასწარმეტყველა, დასასრულსაც გვიყვება

1605547121
კორონავირუსი _ დასასრული

დღეს კორონავირუსით დაახლოებით, 54 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. მეცნიერები კი კვლავ იმის ძიებაში არიან, თუ საიდან მოვიდა ეს დაავადება, როგორ გავრცელდა და სადაა გამოსავალი. ამ შეკითხვებს არაერთი ჰიპოთეტური პასუხი აქვს, თუმცა არავინ იცის, როგორ დასრულდება ყველაფერი.  სამაგიეროდ, ხალხს სწამს, რომ კორონავირუსის მოახლოებაზე მათ აფრთხილებდნენ.

ზოგიერთის მტკიცებით, პანდემია მე-16 საუკუნის ექიმმა ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა. სხვების ვერსიით კორონავირუსზე ბიბლიის ერთ-ერთ ბოლო თავში „გამოცხადებაში“ ვკითხულობთ.

ცნობილია, ფსიქიატრ სილვია ბრაუნის მიერ 2008 წელს გამოქვეყნებული წიგნი, სახელწოდებით „დღის ბოლო: წინასწარმეტყველებები მსოფლიოს დასასრულის შესახებ“, რომელშიც ავტორი მოახლოებული პნევმონიის პანდემიას გვაუწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი არ არის პირდაპირი პნევმონია, ის, გრიპის მსგავსად, პნევმონიის მსგავს სიმპტომებს იწვევს.

მაგრამ კონკრეტულად რა თქვა ბრაუნმა?

მის წიგნში ნათქვამია: „დაახლოებით, 2020 წელს პნევმონიის მსგავსი დაავადება მთელ მსოფლიოში გავრცელდება. ის ფილტვებსა და ბრონქებზე მიიტანს იერიშს და ვერცერთი ცნობილი მკურნალობის გზა მას ვერ შეაჩერებს.

დაავადებაზე უფრო დამაბნეველი იქნება ის ფაქტი, რომ იგი მოულოდნელად გაქრება. პირველი გამოჩენიდან 10 წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდება და შემდეგ მთლიანად გაუჩინარდება.”, - ვკითხულობთ წიგნში.


წყარო: www.express.co.uk