Digest Logo

დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკმა გადაიარა - ჩხაიძე

1631445538
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შემფასებელი ყველა პარამეტრით, ბოლო კვირების განმავლობაში სტაბილურად უმჯობესდება.

მედიკოსის თქმით, კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის პიკმა უკვე გადაიარა.

„17 აგვისტოს მეოთხე ტალღის მაქსიმალური მაჩვენებელი – 6 208 შემთხვევა დაფიქსირდა, მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად მცირდება. მნიშვნელოვანია აქტიური შემთხვევების რაოდენობის შემცირება. 21 აგვისტოს ქვეყანაში 61 000 აქტიური შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა კი ეს რიცხვი განახევრებულია, მეტიც, 29 000 აქტიური შემთხვევაა ახლა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, სტაციონარების დატვირთვა. 1 600-მდე თავისუფალი საწოლია დღეს, მაშინ, როდესაც 400-მდე თავისუფალი საწოლი იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება, უკვე დარწმუნებით ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის პიკმა გადაიარა და ახლა ამ ტალღის ჩამთავრების სტადიაში ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგი დღეების განმავლობაში გაგრძელდეს სტაბილური შემცირება. ოქტომბრის დასაწყისისთვის შესაძლებელია, 1 000-მდე შემთხვევები დაფიქსირდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება შესაძლო ახალ ტალღას, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ვირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა მოსალოდნელია ნოემბრიდან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„განადგურებულები ვართ მთელი სამსახური“ - „ომი უხილავ მტერთან“ გრძელდება

რატომ გაიზარდა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები – ენტონი ფაუჩის განმარტება

„15 წუთში დაიწყო ჯოჯოხეთი, სუნთქვა გაუძნელდა და გალურჯება დაიწყო“ - ექთნის ემოციური პოსტი, რომელსაც მამა ლამის ხელებში ჩააკვდა

წყარო: 1tv.ge