საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე იტყობინება, რომ დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ სასულიერო პირი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და კლინიკაში მკურნალობდა. მოულოდნელად კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის დღეს, 7 დეკემბერს გარდაიცვალა.
„სამწუხაროდ, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.