Digest Logo

ვინ არის უსმან ნურმაგომედოვი – მებრძოლი, რომელიც მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში თავს დაესხა

1794463044
უსმან ნურმაგომედოვი

2026 წლის 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ. კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას უსმან ნურმაგომედოვი ინტერვიუს ჩაწერის დროს და სახეში ურტყამს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

უსმან ნურმაგომედოვი რუსი შერეული ორთაბრძოლების (MMA) მებრძოლია, რომელიც მსუბუქ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ის დაღესტნიდან არის და ცნობილი საბრძოლო ოჯახის წარმომადგენელია – UFC-ის ლეგენდის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი და უმარ ნურმაგომედოვის ძმაა.

უსმან ნურმაგომედოვი რუსი შერეული ორთაბრძოლების (MMA) მებრძოლია, რომელიც მსუბუქ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ის დაღესტნიდან არის და ცნობილი საბრძოლო ოჯახის წარმომადგენელია – UFC-ის ლეგენდის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი და უმარ ნურმაგომედოვის ძმაა.

ის 1998 წლის 17 აპრილს, დაღესტანში, ქალაქ კიზილიურტში დაიბადა. ამჟამად 28 წლისაა და პროფესიონალურ MMA-ში 2017 წლიდან ასპარეზობს.

ნურმაგომედოვი კარიერის განმავლობაში დაუმარცხებელია. მისი პროფესიული რეკორდია 22 გამარჯვება და 0 მარცხი, ერთი ბრძოლა კი No Contest-ით დასრულდა. გამარჯვებებიდან 9 ნოკაუტით, 7 კი მტკივნეული ილეთით აქვს მოპოვებული. 

სპორტული კარიერა

უსმან ნურმაგომედოვი Bellator-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი იყო, მოგვიანებით კი PFL-ის მსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2026 წლის თებერვალში მან ალფი დევისი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. 

რა მოხდა მერაბ დვალიშვილთან?

2026 წლის 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას უსმან ნურმაგომედოვი ინტერვიუს ჩაწერის დროს და სახეში ურტყამს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მერაბის განცხადებით, მას და მის მეგობარს ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ქართველი მებრძოლი მოგვიანებით სოციალურ ქსელში სისხლიანი სახით გამოჩნდა და მომხდარს გამოეხმაურა. 

დაპირისპირებას წინ უძღოდა ნურმაგომედოვების ოჯახსა და მერაბ დვალიშვილს შორის არსებული დაძაბულობა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვარში მერაბმა UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. უსმანი სწორედ უმარის ძმა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია.

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ - ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

⭕„გული ამერია, როცა ეს ვიდეო ვნახე“ – ნინა დრამა მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕