ავიაკომუნიკატორის დამფუძნებელმა, თამუნა თანდაშვილმა კორონავირუსით ინფიცირების პერიოდი „მთავარი არხის“ ეთერში კიდევ ერთხელ გაიხსენა. თამუნა ჰყვება,რომ უჟანგბადობის გამო, მას და რამდენიმე პაციენტს ჰალუცინაციები დაეწყოთ.
„მეჩვენებოდა, რომ ვიყავი 4 წლის ბავშვი, ექიმს ვერ აღვიქვამდი და ზოგადად, მდგომარეობის შეფასება მიჭირდა. მერე გავიგე, რომ ინეზასაც ჰქონდა მოჩვენებები და დავმშვიდდი. ინეზას მაგალითად ელანდებოდა, რომ შავი პარკი იყო და დადიოდა. კიდევ ერთი მეგრელი პაციენტი იწვა, რომელიც ყოველ ღამით ქურდებს იბარებდა და რაღაც საქმეებს არჩევდა. საშინელი ვითარება იყო. 20 პაციენტი ვიწექით და არცერთს ვაქცინა არ გვქონდა გაკეთებული. საუბარი, თითქმის, ყველას უჭირდა,მხოლოდ მე შემეძლო წერა და შიგადაშიგ აზრი მქონდა,“- იხსენებს თამუნა თანდაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„არცერთი არ აცრილა - ბიძინა, პატრიარქი და მიშა - 3 ყველაზე მსხვილი ინფლუენსერი“- მიშა მშვილდაძე
🔵ისევ დისტანციური სწავლაა გამოსავალი - ფანჯიკიძე
🔵„მოკლედ, ჩემი აზრით, მოვიდა დრო გავაკეთო განმარტება“ - კანდელაკის მორიგი განცხადება