„კლინიკაში გვყავს ძალიან ბევრი კრიტიკული პაციენტი, საბედნიეროდ, ამ კრიტიკული პაციენტების უმეტესობა ჯანმრთელდება და კლინიკიდან ეწერება,“ - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ის, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თუ რეანიმაციაში კოვიდინფიცირებული მოხვდება ვერ გავა იქიდან, ეს ასე არ არის, არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა და რატომ ძაბავს მოსახლეობას. ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველაზე მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს ისე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ გაგვაჩნია 5,1%“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
მისი თქმით, რომ „კოვიდ 19“-ით მძიმე პაციენტები მასობრივად იღუპებიან ჩვენს ქვეყანაში, არის მცდარი, რადგან ამის უამრავი მაგალითი გაგვაჩნია.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დადგება მომენტი, ლეტალობის ინდექსი ქვეყანაში მკვეთრად დაიკლებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
✔️ აგრეთვე დაგაინტერესებთ
🔵როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კლინიკაში გადაყვანა გჭირდებათ - რჩევები ღოღობერიძისგან