კოვიდსიტუაციის მხრივ ეს კვირა იქნება გადამწყვეტი - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის გამოთვლებით არსებობს მოვლენათა განვითარების ორი სცენარი: პირველი სცენარის მიხედვით, ქვეყანა ახლა იმყოფება პიკის პერიოდში და მომდევნო დღეებში უნდა ველოდოთ კოვიდმაჩვენებლის დაღმასვლას, მეორე ვერსიით კი სწორედ ახლა იწყება აღმავალი პერიოდი.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის უწყება ყურადღებით აკვირდება და მართავს სიტუაციას, რის შესაბამისადაც, მიღებული იქნება შემდგომი გადაწყვეტილებები.