გაერთიანებული ოპოზიცია 2020 წლის პროპორციული არჩევნების შედეგებს გაყალბებულად თვლის, რის გამოც მათ პერმამენტული აქციები დააანონსეს, საქართველოს პარლამენტის წინ და მმართველ პარტიას ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი პარლამენტში არცერთი მანდატით შესვლას არ აპირებენ.
საინტერესოა, პანდემიის ფონზე ჩატარებული პერმამენტული აქციები, როგორ იმოქმედებს ინფიცირებულთა რაოდენობაზე.
ამ შეკითხვით „დაიჯესტმა“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღავნელს, მარინა ენდელაძეს მიმართა.
„ესაა კატასტროფა! აქციებს აუცილებლად მოჰყვება ინფიცირებულების ზრდა, რადგან გუშინდელ აქციაზე უმეტესობა უნიღბოდ უყო და დისტანციასაც ვერ იცავდნენ. ეს დააწვება ჯანდაცვის სამინისტროს და როგორ გავუძლებთ არ ვიცი“, - ამბობს ენდელაძე.
ის ოპოზიციურ პარტიებს თხოვნით მიმართავს და მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდებს:
„მე ვერავის ვეტყვი, არ დააფიქსირონ საკუთარი აზრი, მაგრამ ასეთ სიმჭიდროვეში უნიღბოდ და დისტანციის დაცვის გარეშე ყოფნა არ შეიძლება. გაუფრთხილდნენ მოსახლეობას“,- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ენდელაძემ.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
უმორჩილესად გთხოვთ, ერთადერთ იარაღად ეს 5 პრევენციული ზომა რჩება