Digest Logo

გადადის თუ არა ვაქცინის შემადგენელი კომპონენტები ნაყოფზე და ჩვილზე - კულუმბეგოვის განმარტებები

1630348658
ბიძინა კულუმბეგოვი

„ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს დედის აცრა ბავშვს კორონავირუსისგან იცავს“ - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა. 

„ზოგადად ორსულობა არის წარმავალი იმუნოდეფიციტური სიტუაცია, როცა ინფექციების მიმღებლობა და მასზე პასუხის უნარი ორსულს აქვს შესუსტებული და ეს ბუნებრივი მოვლენაა. ორსულები მოწყვლადი ჯგუფია გრიპის ვირუსის მიმართაც და გრიპის ვაქცინაცია ერთ-ერთი პრიორიტეტულია ორსულთა ჯგუფში. ორსულებისთვის აუცილებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება. მსოფლიოს ყველა ცივილურ ქვეყანაში ორსულობის პირველი ტრიმესტრიდან ბოლომდე ვაქცინაციას იყენებენ, ჩვენს ქვეყანაშიც ეს არის შესაძლებელია, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით, ისევე, როგორც მეძუძური დედების შემთხვევაში. ვაქცინა ბავშვზე ხომ არ მოახდენს რამე გავლებას? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და მეცნიერული მტკიცებით შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ - ვაქცინის შემადგენელი კომპონენტები ნაყოფზე ან, მეძუძური დედის შემთხვევაში, ჩვილზე არ გადადის. ის არ ტრანსპორტირდება. მაგრამ აცრიდან 10 დღის შემდეგ ანტისხეულები გადაეცემა შვილს და დედას უჩნდება შესაძლებლობა, მისი ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით 2 სიცოცხლე დაიცვას - საკუთარი და შვილის“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: ნახეთ, როგორ გააცილეს უკანასკნელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ბაიკერი

🔵VIDEO: ნახეთ, როგორ იცეკვა ხათუნა ჟორდანიამ გამოჯანმრთელების შემდეგ

🔵რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს ცნობილი ქართველების შვილებმა (ფოტო)