Digest Logo

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს

1636028585
კორონას წამალი

BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს. პრეპარატ „მოლნუპირავირს“ დღეში ორჯერ იმ ავადმყოფებს დაუნიშნავენ, რომელთაც ვირუსი ახლახან გამოუვლინდათ.

კლინიკური კვლევების დროს პრეპარატმა აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკი დაახლოებით ნახევარჯერ შეამცირა.

კვლევაში ჩართული პაციენტების მხოლოდ 7.3 პროცენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, მაშინ, როდესაც იმ პაციენტებში, რომელთაც პრეპარატის პლაცებო მისცეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 14.1 პროცენტი იყო.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის მდივნის საჯიდ ჯავიდის განცხადებით, „ეს არის ისტორიული დღე გაერთიანებული სამეფოსთვის, რადგან იგი არის პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა პრეპარატი, რომლის მიღებაც, ვირუსთან საბრძოლველად, სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.

პრეპარატი შექმნილია ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების, „Merck, Sharp and Dohme (MSD)-სა“ და „Ridgeback Biotherapeutics-ის“ მიერ.

პრეპარატის შემქმნელების თანახმად, იგი აზიანებს ვირუსის იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს ეხმარება გამრავლებაში და ასევე იწვევს ერთგვარ „შეცდომებს“ ვირუსის გენეტიკურ კოდში, რაც ორგანიზმში ვირუსის მიმდინარეობას აღარ ართულებს.

შემქმნელების მიხედვით, პრეპარატი თანაბრად ეფექტური იქნება კორონავირუსის ყველა აქამდე ცნობილი ახალი შტამისა და მომავალში გამოვლენილი შტამების წინააღმდეგ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გამოცდილება გვაქვს!... დედას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო, კანონიერი ქურდების ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება“

🔵„ემიგრანტებს ვანდოთ არჩევნები, მათ ჰკიდიათ კონკრეტული სახელები“ - ნიკა გრიგოლია

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს

🔵„ცის კაბადონზე ერთთვიანი შტურმია გამოცხადებული“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს

წყარო: www.bbc.com