Digest Logo

„გამოცდილება გვაქვს!... დედას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო, კანონიერი ქურდების ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება“

1635917966
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ე.წ. კანონიერ ქურდებს შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს. როგორც მელიამ ბათუმში გამართულ აქციაზე განაცხადა, ის ყველაფერს იზამს რომ ამ ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტები აღარ იყვნენ. 

„74 წლის მამასთან ერთად შემოვედი ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად და არა იმიტომ, რომ ვიღაცა კანონიერმა ქურდებმა წაიღონ ამ ქვეყნის მომავალი. გამორიცხულია, შეუძლებელია, ხალხნო, არ მომასვენებს და არ მასვენებს თავმოყვარეობა. მოვალე ვარ, როდესაც ვიცი, რომ ბათუმში ვიღაცა, ბოდიში და, თავხედი „კანონიერი ქურდი“ ძალადობს, ხალხნო და მე უნდა მერქვას ახლა პოლიტიკოსი, ჰალსტუხი უნდა გავიკეთო, სტუდიებში უნდა ვიარო და გავეპრანჭო ახლა პოტენციურ ელექტორატს, როდესაც ვიცი რომ სოფელ-სოფელ და უბან-უბან, ვიღაცა ვიგინდარები დადიან ხელისუფლების სახელით და კანონიერი ქურდები და კრიმინალები უნდა ერქვას?! არ არსებობს ხალხნო, ტყვია შუბლში მირჩევნია მომხვდეს, ვიდრე ამ რეალობას შევეგუო.

კვლავ გვიწევს დამარცხება კანონიერი ქურდების, კვლავ გვიწევს დამარცხება კრიმინალის და კორუმპირებული ადამიანების და ჩვენ დავამარცხებთ. ეს გამოცდილება გვაქვს მიღებული; სამწუხაროდ, კვლავ გვიწევს მეორე წრეზე წასვლა, მაგრამ ერთობით, კიდევ უფრო მეტად გააზრებით, ვიცით, რასაც ვაკეთებთ და ვიცით, რასაც ვიზამთ. ამიტომ, გამარჯვება ქართველ ხალხს. ძირს კანონიერ ქურდები და კანონიერი ქურდების ინსტიტუტი. ყოფას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო. აი, ყოფას გიტირებთ, გეუბნებით, კანონიერი ქურდების ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება, არ იქნება, რადგანაც გვინდა, თავისუფალ გარემოში გავზარდოთ ჩვენი შვილები და მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არჩევნებზე წავიდნენ ხმის მისაცემად; არ გვინდა, იმ დროში ვაცხოვროთ ჩვენი შვილები, სადაც ხმის მიცემასთან ერთად ხმის დაცვაც მოუწევთ.

დედას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო; აი, როგორც გინდათ, გაიგეთ – დედას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო, დედას გიტირებთ; აი, ეგრე იქნება. ვიმეორებ, კანონიერ ქურდებს დედას გიტირებთ, რადგან პარავთ მომავალს ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს. აი, ასე მოკლედ და კონკრეტულად; დავეჭიდოთ მაშინ, ვნახოთ, სად არის სიმართლე, კრიმინალების მხარეს არის სიმართლე თუ სიმართლე არის ქართველი ხალხის მხარეს. დიდი მადლობა და გკოცნით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ემიგრანტებს ვანდოთ არჩევნები, მათ ჰკიდიათ კონკრეტული სახელები“ - ნიკა გრიგოლია

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს

🔵„ცის კაბადონზე ერთთვიანი შტურმია გამოცხადებული“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს

🔵„მითხარი, რა ხარ... გაიმეორე, თორემ დაგარტყამ...“ - ბათუმში მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, აგინეს, ვიდეო გადაუღეს და ტიკტოკზე ატვირთეს

🔵დღის რჩევა: კარგი დღეაშერიგებისა და ძველი ურთიერთობის აღსადგენად