Digest Logo

გახდა თუ არა სავალდებულო ექიმებისთვის ვაქცინაცია?

1627458182
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი არ განიხილება, ვინაიდან ელოდებიან, თუ როდის მიიღებენ ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, აცრასთან დაკავშირებით.

„ჩვენ არ განვიხილავთ ამ ეტაპისთვის სავალდებულო ვაქცინაციას, ვინაიდან ვთვლით, რომ ექიმებმა ყველაზე კარგად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია თითოეული ჩვენი მოქალაქის და ასევე, მათი ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, თუ როდის მიიღებენ ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

✅ასევე დაგაინტერესებთ:

„აცრა კატეგორიულად არ შეიძლება...“ - ვის აფრთხილებს ბიძინა კულუმბეგოვი

3 141 ინფიცირება, 1 509 გამოჯანმრთელება, 20 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

„მართლა გაოგნებული ვარ..." - ნახეთ, რას წერს სტეფანე ერთ-ერთი კლინიკის ექიმებზე