Digest Logo

გახდება თუ არა სავალდებულო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია? - გაბუნიას განმარტება

1626333399
ვაქცინაცია

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში, სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაზე ისაუბრა, ასევე, აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა და ინფექცია გავრცელდა.


„ჩემი პირადი აზრია, ადამიანის უფლება, არჩევანი გააკეთოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფუნდამენტური უფლებაა და ჩვენ ამ უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივცეთ. არის ბევრი ქვეყანა, რომელმაც ეს საკითხი დააყენა.

საფრანგეთმა ჩვენზე ადრე დაიწყო ვაქცინაცია და ვფიქრობ, იქ ნებაყოფლობითი რესურსი ყველა მიმართულებით ამოიწურა, ჩვენთან ეს რესურსი ჯერ ამოწურული არ არის, ჩვენ შედარებით გვიან დავიწყეთ ეს პროცესი. არ იყო ვაქცინის არჩევანი, არ იყო ვაქცინების საკმარისი რაოდენობა.

უნდა ვნახოთ როგორ განვითარდება ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალში აგვისტოს ბოლომდე. შემდეგ შეიძლება აქტიურად ვიმსჯელოთ კოლეგებთან ერთად. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, ვაქცინა ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის გახდეს სავალდებულო.

ერთის მხრივ არის ადამიანის უფლება, მერე მხრივ, პაციენტის უფლება, რომ სამედიცინო გარემოში ის დაცული იყოს. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ სამედიცინო სფეროს აქტივობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაიზრდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.