Digest Logo

გამოჯანმრთელებიდან რა დროის შემდეგ შეიძლება ინფიცირდეთ მეორედ? - ბუწაშვილის განმარტება

1606135562
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტისა და კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანში, განმეორებითი ინფექცია უკიდურესად იშვიათია.

ბუწაშვილის თქმით, დაახლოებით 2 წელი უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება არ მოხდება.

„ის ფაქტი, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანი ხელახლა დაინფიცირდეს, უკიდურესი იშვიათობაა. მსოფლიოში ამის უიშვიათესი შემთხვევებია აღწერილი. ანტისხეულები დაახლოებით 2 კვირის თავზე ჩნდება. ამიტომ, მინდა ყველას ვუთხრა რომ ანტისხეულებზე ტესტის გაკეთებას ნუ იჩქარებენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნაწილს არც უმუშავდება ანტისხეულები, მაგრამ მათ იმუნიტეტი სხვა მექანიზმით მაინც გამოუმუშავდებათ. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, დაახლოებით 2 წელი უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ინფიცირება არ მოხდება,“ - აცხადებს მაია ბუწაშვილი.