
პედიატრმა მაია ჩხაიძის განცხადებით, დელტა შტამის შემოსვლის შემდეგ მიმართვიანობა გაზრდილია. მისი თქმით, დელტა შტამს სხვა შტამებისგან განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა აქვს:
„რაც დელტა შტამი შემოვიდა და დაიწყო ცირკულირება, ბევრად მეტია მომართვიანობა ბავშვთა კონტინენტის. ყველა პაციენტი ბავშვი, რომელსაც დაუდასტურდება კოვიდ ინფექცია ნამდვილად არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. შიში არის მოსახლეობაში, როგორც ვატყობ. ჯანდაცვის პირველადი რგოლი თუ იმუშავებს ისე, რომ არ იყოს ყველას გამოგზავნა საჭირო კლინიკაში, ეს ძალიან განტვირთავს ჰოსპიტალურ სექტორს. დელტა შტამის დროს ცოტათი განსხვავდება კლინიკური მიმდინარეობა. დელტა შტამის შემთხვევაში წამყვანი ადგილი უჭირავს ცხვირის გაჭედვას, ყელის ტკივილს, ზოგად ინტოქსიკაციას და თავის ტკივილს. მოზრდილებში რაც ახასიათებდა სხვა შტამებს, გემოვნების და ყნოსვის დაკარგვა, დელტა შტამის დროს ნაკლებად არის ეს კლინიკური ნიშნები გამოხატული,“ - განაცხადა ჩხაიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ხატია შამუგიასათვის არ მიღალატია...“ - გურამ ლომიძე
„მეგობრებო, გაიხსენეთ, მე გითხარით, რომ ივლისში პფაიზერი იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში“