დღეს, 14 ივლისს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პფაიზერის 28 000 დოზა შემოვიდა. ამ პრეპარატით აცრის მსურველებს ვაქცინაზე დარეგისტრირება 15:00 საათზე შეგეძლებათ. ამ მოვლენას ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხაზს უსვამს რომ როგორც ის ამბობს ყველაფერი ისე ვითარდება.
„პფაიზერი შემოსულა. მეგობრებო, გაიხსენეთ, მე გითხარით, რომ ივლისში პფაიზერი იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში. მითხარით, რა ვთქვი და რა არ შესრულდა ან არ მოხდა. გთხოვთ ერთ რამეს, ვიყოთ პოზიტიურები.
…
გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე ხალხმრავალ ადგილებში (აცრილები და არააცრილები, კოვიდ გადატანილები და კოვიდ ჯერ არგადატანილები)
მეგობრებო, დარეგისტრირდით პფაიზერის ვაქცინაზე… ეს ჩემი რჩევაა ჩემი მეგობრებისადმი…
დამატებითი ინფორმაცია პფაიზერთან დაკავშირებით:
დღეს 15:00-დან 18 წლის ზემოთ ყველასთვის იწყება ჯავშნების მიღება პფაიზერზე. მანამდე, პფაიზერი საერთოდ არ ჩანს სისტემაში.
აცრები დაიწყება 16 ივლისიდან.
შემოსული ვაქცინის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
„სინოფარმით“, სინოვაკით და „ასტრაზენეკათი“ აცრილები ფაიზერზე ვერ დარეგისტრირდებით. ვაქცინების თვითნებური შერევა საქართველოში დაშვებული არაა.
აცრაზე ვერ დარეგისტრირდებით თუ კოვიდის ოფიციალური დიაგნოზიდან 120 არ გასულა.
30 ბრიგადა მოგემსახურებათ 4 ქალაქის 7 სამედიცინო დაწესებულებაში.
ქ. ქუთაისში:
„დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“
ქ. ბათუმში:
„რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“
ქ. გორში:
„გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“
ქ. თბილისში:
„ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“
„კავკასიის მედიცინის ცენტრი“
„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“
„ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“
როგორ დავჯავშნოთ:
ამ კლინიკებში ფიზიკურად მისვლა და დაჯავნა. მისვლამდე გადასამოწმებლად დარეკეთ!
booking.moh.gov.ge. მხოლოდ 15:00 საათიდან!
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ასევე მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი: 144“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რატომ არ ჩანდა თიკა ფაცაცია? - ნახეთ, რა შეემთხვა ტელეწამყვანს