Digest Logo

„გვიწევს პაციენტების გადარჩევა...“ - რას ამბობს ენდელაძე

1628749352
ინფექციონისტი

„როდესაც უკვე საველე ჰოსპიტლებზეა ლაპარაკი, გასაგებია რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი“, - აღნიშნულის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საველე ჰოსპიტლები უნდა გაკეთდეს, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სისტემას.

„გვიწევს პაციენტების გადარჩევა, როდესაც უკვე ლაბორატორიული მონაცემები იწყებს გაუმჯობესებას, ჩვენ იძულებული ვართ გავწეროთ პაციენტები და დავაწვინოთ ახალი. თუმცა, ესეც არ არის უკვე საკმარისი, როდესაც ამდენია დაინფიცირებული.

ყველა უნდა ვიყოთ პირბადით - ეს აუცილებელია, უნდა ვიყოთ აუცილებლად დისტანციით ერთმანეთთან და ძალიან აუცილებელია თავშეყრის ადგილების ამ ეტაპზე არ არსებობა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თუ ეპიდვითარება გაუარესდება, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი სასტუმროების მობილიზება. მისი თქმით, ე.წ. საველე ჰოსპიტლების გახსნა, კარვებში და ღია სივრცეებში პაციენტების ნახვა, მისთვის ყველაზე არასასურველი სურათია.