Digest Logo

„იანვრის დასაწყისში თუ არ იქნება მოსახლეობის 50%-ზე მეტი აცრილი, ყველაზე ცუდი პროგნოზი შეიძლება დატრიალდეს...“ - კულუმბეგოვი

1632719787
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვრის დასაწყისისთვის მოსახლეობის 50% უნდა იყოს აცრილი, წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო რეალობას მივიღებთ.

მისი თქმით, ვაქცინაციის გარეშე კორონავირუსის ახალ-ახალი ტალღები გაჩნდება.

„ჩვენ ერთი სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენი ვაქცინაციის დასახულ მიზანსაც კი, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა, ეს არის 1 700 000 ადამიანი, თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 45% გვეყოლება აცრილი.

პანდემიის სრული გაკონტროლების შესაძლებლობა არის თუ ვაქცინაცია იქნება მთლიანი პოპულაციის 80%-ში. ამიტომ სამიზნე მაჩვენებლები გადასახედია და მუშაობა ამის მისაღწევად გასააქტიურებელია.

ქვეყნებში, სადაც დეკემბრის ბოლოსკენ, იანვრის დასაწყისში, არ იქნება მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი აცრილი, ყველაზე ცუდი პროგნოზი შეიძლება დატრიალდეს - ეს არის ძალიან საგანგაშო, რასაც მსოფლიო ექსპერტები ამბობენ.

ყველას ძალიან ვთხოვ, სახელმწიფოს პირველ რიგში, მაქსიმალურ ინტენსივობას, პროაქტიურ ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში.

დაუსრულებელი პანდემიის ტალღების თვლას ვერ ავუვალთ, თუ ვაქცინაციის პროცესს წარმატებით არ განვახორციელებთ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵საჭიროა თუ არა კორონავირუსის გადატანის შემდეგ ვაქცინაცია? - ნახეთ, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

🔵„სინოვაკით აცრილები დელტა ვარიანტისგან მხოლოდ ერთი თვე იქნებით დაცულები“ - გიორგი ფხაკაძე

🔵VIDEO: „რომ დაგემართოთ კოვიდი, აუცილებლად მოკვდებითო“ - რა უთხრეს ანრი ჯოხაძის დედას?