Digest Logo

„სინოვაკით აცრილები დელტა ვარიანტისგან მხოლოდ ერთი თვე იქნებით დაცულები“ - გიორგი ფხაკაძე

1632587687
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი გიორგი ფხაკაძე წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“ ადამიანის ორგანიზმს მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში იცავს კოვიდის დელტა შტამისგან. 

ფხაკაძე მიიჩნევს, რომ სინოვაკით აცრილებს, თავიდან პფაიზერით აცრის უფლება უნდა მიეცეთ.

„სინოვაკით აცრილების ანტისხეულები ნახევრდება 40 დღეში თან ეს ეხება ორიგინალ ვუჰანურ ვირუსს.
60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ეს მონაცემები კიდევ უფრო დაბალია.

დასკვნა: დელტა (რაც ახლა არის საქართველოში) ვარიანტის დროს „სინოვაკის“ აცრის შემდეგ ანტისხეულები შესაძლოა მხოლოდ ერთი თვე იქნება ადეკვატური რაოდენობით ორგანიზმში, ანუ დაცული იქნებით 1 თვე.

საქართველოში ყველა კოვიდ ვაქცინა არის უსაფრთხო

საქართველოში (მსოფლიოში მოდერნაც კარგად მუშაობს) ყველაზე ეფექტური ვაქცინა არის პფაიზერი - ბიონტეკი
ყველა ვინც აიცრა დაბალ ეფექტური ვაქცინებით უნდა ჰქონდეთ საშუალება რომ აიცრან პფაიზერით (2-5 თვეში ვაქცინის მიხედვით).

სამედიცინო პირბადე არის უნივერსალური ყველასთვის. არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მადლობა ღმერთს შენნაირი მაგარი მეგობრისთვის!“ - ზურა ხაჩიძე კობახიძეს დაბადების დღეს ულოცავს

🔵„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

🔵„ფილტვების ანთების ამ მეთოდით მკურნალობა საშიშია“ - კახა ვაჭარაძე