Digest Logo

იგეგმება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა?

1604395906
მგზავრები - ტესტი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი არ ყოფილა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა არ იგეგმება.

„ინფექციის გავრცელების კოეფიციენტია 1.38. ამ კოეფიციენტის მაჩვენებლის მიხედვით, არ ვფიქრობთ რომ საქალაქთაშორისო შეზღუდვები გვექნება. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე. მაგრამ, დღეის მდგომარეობით, არანაირ ლოქდაუნზე და მსგავს მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი არ გვქონია“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მაია ცქიტიშვილი: ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

ქალაქების სია, სადაც სწავლება დისტანცურ რეჟიმში გაგრძელდება