Digest Logo

იგეგმება თუ არა საქართველოში სრული ლოქდაუნი? - გამყრელიძის განმარტება

1605190828
ამირან გამყრელიძე

„ჩვენ გვაქვს ნაწილობრივი ლოქდაუნი, როცა ღამე აიკრძალა ქვეყანში 22:00-დან 05:00-მდე სიარული, ეს გახლავთ ნაწილობრივი ანუ წერტილოვანი ლოქდაუნი“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ევროპის დიდი ქვეყნებს, კორონავირუსის მეორე ტალღაზე სრული ლოქდაუნი არ გამოუცხადებიათ.

„სრული ლოქდაუნი რამდენჯერმე გაჟღერდა, დიდ ქვეყნებს შემოდგომის ტალღაზე სრული ლოქდაუნი არ გამუყენებია და ძირითადად არის წერტილოვანი შეზღუდვები. ამ ეტაპზე სრული ლოქდაუნის საჭიროება არ არს“- ამბობს ამირან გამყრელიძე.

⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

ქნება თუ არა ლოქდაუნი? – პრემიერის განმარტება

მთავრობა ე.წ. ლოკდაუნისთვის ემზადება - ფორმულა

რომელ საათამდე მუშაობს აფთიაქები?