ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ პანდემიისგან ერთადერთი ხსნა ვაქცინაში, დისტანციასა და პირბადის გამოყენებაშია.
მისივე განმარტებით, მანამ, სანამ არ იქნება ყველა წესი დაცული, პანდემია არ დამთავრდება, გაგრძელდება პერიოდული ჩაკეტვები და მაღალი სიკვდილიანობა.
ის დასავლური ქვეყნების გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ზოგ ქვეყანაში ფაქტობრივად ეპიდემია აღარ არის.
„არ დამთავრდება, იქნება პერიოდულად ჩაკეტვები და იქნება სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი. ერთადერთი ჩვენი ხსნა და წამალი არის ვაქცინაცია, დისტანცია და ნიღაბი. გადავხედოთ დასავლეთის ქვეყნებს, ამერიკას, სადაც ფაქტობრივად ზოგმა ქვეყანამ დაამთავრა COVID-19-ის ეპიდემია და ჩვენ გვემატება და გვემატება ინფიცირებულების რიცხვი და როდემდე უნდა გასტანოს ამან, მე ვერ გეტყვით,“ - აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„მე ვხედავ სიკვდილს, ორ კვირაში ხალხი უჟანგბადობით გარდაიცვლება“ - ფხაკაძის საგანგაშო პროგნოზი
🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები