Digest Logo

„ინფიცირებული ბავშვების კლინიკაში დაყოვნება, ძირითადად, 3 დღეს არ აღემატება" - თამარ გაბუნია

1627024135
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს. მისი თქმით, გრძელდება კოვიდკლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზება და კოვიდსასტუმროების დამატება.

„საბედნიეროდ, ბევრი პაციენტია, ვინც მკურნალობას ბინაზე აგრძელებს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხშირად უსიმპტომოც, მაგრამ ასევე, საყურადღებოა მძიმე პაციენტები, რომლებიც რჩებიან ინტენსიურ განყოფილებასა და რეანიმაციაში. ბავშვებში არის შემთხვევები, უმეტესი არის მსუბუქი მიმდინარეობის და მათი დაყოვნება კლინიკებში არ აღემატება სამ დღეს, არის ერთეული, შედარებით მძიმე შემთხვევა, რომლის დაყოვნებაც არის უფრო ხანგრძლივი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

2 460 ინფიცირება, 1 082 გამოჯანმრთელება, 20 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

ზუგდიდში 60 წლამდე კაცი მოკლეს

კახეთში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი