მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ანესთეზიოლოგი ზურაბ გურული „ალიასთან“ საუბრისას საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს. მისი აზრით მმართველ გუნდს აღარ გააჩნია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რესურსი და საქართველოს სახელმწიფოებრიობას კატასტროფა ელოდება.
„ოცნებას“ მართლაც აღარ დარჩა ინტელექტუალური რესურსი იმისათვის, რომ ქვეყნის მართვა გააგრძელოს. უბრალოდ, გადავხედოთ პრემიერის, მინისტრებისა თუ პარლამენტის თავმჯდომარის მესიჯებს, რომლებზეც საზოგადოება უბრალოდ იცინის, იმდენად აბსურდულია ყოველი მათგანი. ქვეყანა სრული სვლით მიდის კატასტროფისკენ. კოვიდპანდემიის შედეგებს უკვე ვხედავთ; რა იქნება წინ, არავინ იცის; დიდი, მდიდარი ქვეყნებიც კი ელოდებიან ეკონომიკურ კრიზისს, ჩვენ კი ამ დროს ჩამოყალიბებული გეგმაც არა გვაქვს. „ოცნების“ გუნდი უკვე დატოვა ყველა მეტ-ნაკლებად გონიერმა ადამიანმა. კატასტროფა გარდაუვალია. ოპოზიცია კი იმის მაგივრად, რომ ამაში მონაწილეობას არ იღებდეს, იურიდიულ და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას აძლევს ამ ფსევდოპოლიტიკურ აბსურდს, რომელსაც გარდაუვალი დეფოლტისაკენ მიჰყავს ქვეყანა. შესაბამისად, ისინიც ბოლომდე გაიზიარებენ პასუხისმგებლობას, რაც ამომრჩევლის უნდობლობასა და მათ მიმართ უპატივცემულობაში ჰპოვებს ასახვას. ცვლილებები აუცილებლად მოხდება. ეს გარდაუვალია! უბრალოდ, რამხელა იქნება მსხვერპლი და სანამდე გავნადგურდებით, ეს არ ვიცით ჯერ. „ოცნებას“ სწორედ აქ არ ჰყოფნის ინტელექტი, რომ ეს ყველაფერი გაიაზროს“, - აცხადებს გურული „ასლაისთან“ საუბრისას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მძიმე დღეა, მაღალია აგრესიულობა, შეცდომების დაშვების ალბათობა - ცაგარელი
🔵„ლონგ კოვიდ პაციენტის აცრა არ შეიძლება, კოვიდრეაქტივირებულის აცრა არ შეიძლება“ – იაგო ფრანგიშვილო
🔵„სანაგვეზე გადაყრილი წინაპრები“ – დღეს „ნახალოვკაში“ გამვლელები ბუნკერთან ჩერდებოდნენ
წყარო: www.alia.ge