Digest Logo

„სააკაშვილთან ინტიმური კავშირი მხოლოდ ერთ ღამეს მქონდა... მას მოსწონდა მასაჟი რომელსაც კბენით ვაკეთებდი“ - დოქტორი დოტი

1638599763
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პროკურატურამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს დაუსწრებლად წარუდგინა და საუბარია 8 მილიონ 827 ათას 461 ლარზე, რომელიც გასაიდუმლოებულ რეჟიმში დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ჭყოიძე დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ 2009 წელს დოქტორ დოტი მიხეილ სააკაშვილის სტუმარი იყო და 14 თებერვალს სასტუმრო „კოპალაში“ სტუმრობის, ასევე მცხეთაში მოგზაურობის ხარჯები ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მოიწვია მასაჟისტი დოროთი შტეინი, „დოქტორი დოტი“, რომელმაც სააკაშვილს შესაბამისი მომსახურება გაუწია.

მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. „დოქტორ დოტი“-ს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გაუწია შესაბამისი მომსახურება, სააკაშვილმა საქართველოში 2009 წლის თებერვალში მოიწვია. სწორედ, დოქტორ დოტის მიერ განთავსდა საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში, რის შემდეგაც მისი საქართველოში ვიზიტისა და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მასაჟისტ დოროთი შტეინის საქართველოში შემოყვანისას და ქვეყნის დატოვებისას, მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ამერიკელმა მასაჟისტმა, რომელიც სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა მასსა და სააკაშვილის ურთიერთობაზე. ამერიკელმა მასაჟისტმა თქვა, რომ სააკაშვილთან ისტორიის შემდეგ ბლოგების წერას თავი დაანება.

„მე ვიდეოს ვიღებდი მის სახლში. ვფიქრობდი, რომ ეს ნორმალური იყო. მე ვწერდი ყველაზე, სტინგზეც, კანიე უესტზეც. დღეს მე ვაკეთებ მასაჟს სტინგისთვის, ხვალ - პერის ჰილტონისთვის, მაგრამ მიშას ისტორიის შემდეგ ბლოგი აღარ დამიწერია. სააკაშვილი გერმანიაში გავიცანი, სადაც 20 წლის განმავლობაში გერმანელ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი. ყველა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მე მირეკავდა, როდესაც ჩამოდიოდნენ, მაგალითად მაიკლ ჯექსონი, ტინა ტერნერი, ბრიუს ვილისი. სასტუმროებიდან მირეკავდნენ, რადგან მენდობოდნენ.

ერთხელაც, ერთი სასტუმროდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავთ, მაგრამ სახელს ვერ მეტყოდნენ. შემდეგ, როდესაც გავიგე, რომ ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი, მეგონა ამერიკის შტატზე იყო ლაპარაკი, რადგან არც ვიცოდი თუ ასეთი ქვეყანა არსებობდა. სააკაშვილს ჩემი სპეციალური მასაჟი, რომელსაც კბენით ვაკეთებ, მოეწონა და ბერლინში ყველა ჩასვლის დროს მის მომსახურებას მიკვეთავდა.

ვიზიტით იყო გერმანიაში. შემომთავაზა, გავყოლოდი თბილისში და გავყევი. რა უნდა მექნა? იყვნენ ორმეტრიანი მცველები, ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ. მათთან ჩხუბს ხომ არ დავიწყებდი და ვეტყოდი, ბიჭებო ახლა პოლიციას მივმართავ. მე უკვე ვიცნობდი მიშას, ამიტომ მჯეროდა, რომ სანდო ხელში ვიყავი. მაგრამ მაინც მეშინოდა და მუდმივად ვუგზავნიდი ტექსტურ შეტყობინებებს მეგობრებს და ვწერდი, რომ პასპორტი ჩამომართვეს. პირადად მომსახურებაში 4 000 ევროზე მეტი არასოდეს ამიღია“, - აღნიშნა ამერიკელმა მასაჟისტმა.

როგორც დოტი ამბობს, ძვირად შესანახი ქალი არ არის, მოკრძალებულ სასტუმროში ცხოვრობდა, ცოტას ჭამდა და არ სვამდა ძვირადღირებულ სასმელს, არ უყვარს ბრილიანტები და ბეწვის ქურქები. ინტერვიუს დროს დოროტი შტეინმა თქვა, რომ სააკაშვილთან ინტიმური კავშირი მხოლოდ ერთ ღამეს ჰქონდა, ისიც არა მასაჟის, ანუ არა სამუშაო დროს. მასაჟისტის თქმით, საქართველოში ვიზიტის დროს ყველაზე მხიარული საღამო ერთხელ ჰქონდა, როდესაც სააკაშვილს არ ეცალა და ის მისი დაცვის ოთხ წევრთან ერთად გასართობად კარაოკე ბარში იყო.

„მაჩუქა ოქროს ყელსაბამი, რომელიც მას შემდეგ არ გამიკეთებია, რადგან ოქროს ვერ ვიტან, და ხმალი. სააკაშვილი მთხოვდა დამელია კონიაკი და ამბობდა, რომ ეწყინებოდა თუ მისი ქვეყნის სასმელს არ დავლევდი. დარწმუნებული ვარ, კონიაკში რაღაც ჩამიყარეს, ალბათ, ჰალუცინოგენები, რადგან ერთმა ჭიქამ ძალიან დამათრო. მეორე დილით თავს ცუდად ვგრძნობდი. უცნაური სიზმრები ვნახე, რომ გავიღვიძე, ვერ ვხდებოდი, სად ვიყავი და ვცდილობდი გააზრებას, თუ რა მოხდა ღამით. არ შეიძლება ეს ერთი ჭიქა კონიაკის გამო მომხდარიყო. ასეთი რამ მხოლოდ ორ კლიენტთან დამემართა, ერთხელ ბრიუს უილისთან და მეორედ მიშასთან“, - თქვა დოქტორ დოტიმ.

2009 წლის დასაწყისში, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ახალგაზრდა მასაჟისტის ჩამოყვანას ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ სააკაშვილმა ახალგზარდა ქალი საკუთარი საჭიროებებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე დაიქირავა და ის ქვეყანაში პრეზიდენტის თვითმფრინავით ჩამოიყვანა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ პრეზიდენტს უფლება ჰქონდა ამ სამედიცინო მომსახურებით ესარგებლა, თუმცა უარყოფდნენ, რომ ეს ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა.

მიუხედავად ამ სკანდალური საქმისა, სინანული პატიმარ სააკაშვილს არც ერთ ნაწილში არ აქვს. მტკიცებულებების მიუხედავად, სააკაშვილის სასამართლო პროცესი არ ტოვებდა იმის შთაბეჭდილებას, რომ დანაშაულის მონანიების სურვილი აქვს, როგორც ამას მეუფე ნიკოლოზი ამბობდა. ანალიტიკოსების განცხადებით, სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც რაღაცას ნანობს, ან ოდესმე ინანებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ეს რა ქენი ძმაო?! მაგარი ბიჭი წავიდა ჩვენგან…. – ზურა ხაჩიძე

🔵„სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილს საშინლად სცემა, სულ წიხლებით სცემდა და უყვიროდა…“ – ლაშა ამირეჯიბი

🔵„არარაობაა, ყველას ჩაუშვებს, სანდრასაც, სოფოსაც, შვილებსაც, მშობლებსაც, „თანამებრძოლებსაც“ და იმათაც, ვინც ჩუმად ხართ…“ - იუნა შაფათავა

🔵კოვიდით ძირითადად იღუპებიან ის ადამიანები, ვისაც პარადოქსული შიში აქვს - ვერიკო ბაზიარი

🔵„კლიმაქსს რომ ხმარობენ ქალები სხვა ქალების გასალანძღად, ნათლად ავლენს, რომ ჩამორჩენილი საზოგადოება ვართ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

წყარო: for.ge