ექიმი, მედეა ზირაქაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მარი მალაზონიას გადაცემას „პირადი ექიმს“ სტუმრობდა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.
ზირაქაშვილის თქმით, პანდემიის დროს, ემოციურ მხარდაჭერას დიდი როლი აკისრია.
„კაცობრიობას ბოდიშის მოხდა მოუწევს ჩვენი ხანდაზმული მოსახლეობისთვის, რადგან თავიდან არასწორად გაჟღერდა ინფორმაცია. ამან ის გამოიწვია, რომ ხანდაზმულმა ადამიანებმა სხვანაირად იგრძნეს თავი... ყველა მიხვდება, რასაც ვგულისხმობ...
ჩვენ ხომ ვიცით, რომ კოვიდინფექციის 80% არ მიდის ისე მძიმედ, როგორც ამას გვეუბნებოდნენ. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც 102-103 წლის ადამიანები გამოჯანმრთელდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური სოლიდარობა. აუცილებლად უსმინონ იმ ადამიანების გამოცდილებას, ვისაც ჰქონდა ეს პრობლემა და ვინც გამოჯანმრთელდა. ის, რომ ადამიანმა გადაიტანა კოვიდი, ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური თვალსაზრისით. ვიხვეწებით, ნელ-ნელა მოდის ინფორმაცია, შემოვა ვაქცინა, რომელიც ერთ-ერთ პირველებს რისკ-ჯგუფებს გაუკეთდებათ. საკუთარი ჩივილების გამოხატვა და ემოციური მხარდაჭერა ასეთ შემთხვევაში უმნიშნელოვანესია…“, - წერს მედეა ზირაქაშვილი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
კიბოა და დაგვიანებულია მკურნალობა, მეტასტაზები მთელ სხეულს მოედოო... - მოროშკინას ემოციური პოსტი
მოვიხმარდი ალკოჰოლს, ეს უნდა დამთავრებულიყო - ახლა ძალიან დიდი ვალი მაქვს - კოტე მათითაშვილი
იცით, ვინ აკონტროლებს თქვენს ინტიმურ მიწერ-მოწერას? - სოსო გოგაშვილი განგვიმარტავს