Digest Logo

კორონავირუსის ახალმა შემთხვევბმა იკლო - განახლებული სტატისტიკა

1602831340
covid 19 - 2020 წელი

დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო, გარდაიცვალა 11 პირი, გამოჯანმრთელდა 246. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელია 15327, აქედან 7613 პაციენტი განიკურნა, 124 კი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.ცნობისთვის, 15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასა და მასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების მოხსნა-დაწესებაზე ისაუბრა, რომელთა ნაწილიც დღეიდან ამოქმედედება.