Digest Logo

კორონავირუსის გართულებების შედეგად, ამცრელი ბრიგადის წევრი გარდაიცვალა

1623917082
კორონავირუსით გარდაცვლილები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. კორონავირუსით ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი, ლიანა ნებაძე გარდაიცვალა.

„უდიდესი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ. კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა მაღალი დონის პროფესიონალი, საუკეთესო ადამიანი, შვილი, მეუღლე, მეგობარი, კოლეგა, დედა, ბებია, მრავალი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი ლიანა ნებაძე,“ – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ლიანა ნებაძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმუნიზაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. იყო მობილური ამცრელი ბრიგადის წევრი, რომელიც კარდაკარ სოფელ-სოფელ ახორციელებდა იმუნიზაციას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ეპიდაფეთქების ლიკვიდაციაში.