Digest Logo

კორონავირუსისგან კიდევ 246 ადამიანი გამოჯანმრთელდა - განახლებული სტატისტიკა

1602831926
კორონავირუსი, covid 19

დღეს, 16 ოქტომბერს განახლებული მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფექციის დამარცხება კიდევ 246-მა ადამიანმა შეძლო. ბოლო 24 საათში, ვირუსით გარდაიცვლა 11 მოქალაქე და დაფიქსირდა ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელია 15327, აქედან 7613 პაციენტი განიკურნა, 124 კი გარდაიცვალა.

საქართველოში კოვიდვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.