Digest Logo

კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

1605540180
ქუთაისში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

დღეს, 16 ნოემბერს, ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი დიალიზზე იმყოფებოდა.

„იმდენი ინფორმაცია გავრცელდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას და შესაფერის რეაგირებას მოახდენს იმ კლინიკასთან მიმართებაში, სადაც იმართებოდა ეს შემთხვევა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო ადეკვატური“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.