Digest Logo

კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილის მდგომარეობა მძიმეა, ერთ-ერთის კი კრიტიკულად მძიმე

1626513060
ჩვილი ბავში

ციციშვილის კლინიკაში COVID-19-ის დიგანოზით მოთავსებული 2 ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ციციშვილის სახელობის "ბავშვთა ახალი კლინიკის" სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, ერთ-ერთი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსის ე.წ. დელტა (ინდური) შტამი აღენიშნება, კრიტიკულად მძიმეა.

შეგახსენებთ, ციციშვილის კლინიკაში გუშინ კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ჩვილი გარდაიცვალა. მას კორონავირუსის ბრიტანული შტამი აღენიშნებოდა.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითი დღე მძიმდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 808 ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი. მიუხედავად საყოველთაო ვაქცინაციისა, დელტა შტამი ქვეყანაში კიდევ უფრო დომინანტური ხდება.