კორონავირუსით „რუსთავი 2-ის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. კახა ნატრიაშვილი ტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა. მას ინფექცია 9 დღის წინ დაუდასტურდა და გუშინ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
გართულებული მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კახა ნატრიაშვილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
3 დღის წინ ინფექციას ტელეკომპანიის მთავარი ენერგეტიკოსი, ზურა მესხი ემსხვერპლა, ის 50 წლის იყო.