Digest Logo

„კოვიდგადატანილ არავაქცინირებულებს რეინფიცირების შანსი ორჯერ მეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს“ - CDC-ის კვლევა

1628530455
ექიმები, კორონა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ბოლო კვლევის თანახმად, არავაქცინირებული მოზრდილებს ხელახლა რეინფიცირების შანსი ორჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულ ზრდასრულებს.

New York Times-ის ინფორმაციით, CDC-მა მაისში და ივნისში კენტუკის ასობით მცხოვრებლებს შორის რეინფიცირების რისკი გამოიკვლია, რომლებსაც ტესტირებისას 2020 წელს ინფიცირება დაუდასტურდათ.

„კვლევის შედეგების თანახმად, მათთვის, ვინც წელს არ აიცრა, რეინფიცირების რისკი 2.34-ჯერ მეტი იყო. ვაქცინის დამატება უკეთეს დაცვას გვთავაზობს, ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტი, რომელიც წარმოიშვა ვირუსთან მ თავდაპირველი ბრძოლის შედეგად“ - განაცხადა რონი კარინ რაბინმა.

კვლევის ავტორების თქმით, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი, რამდენ ხანს გრძელდება ბუნებრივი იმუნიტეტი.

CDC–ს დირექტორმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ ახალი კვლევის მონაცემები მხოლოდ აძლიერებს COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობას - თუნდაც მათთვის, ვისაც ადრე ჰქონდა ინფექცია.

„თუ ადრე გქონდათ COVID-19, გთხოვთ მაინც აიცრათ, ვაქცინის მიღება საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის და გარშემომყოფების დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დელტას უფრო გადამდები ვარიანტი ვრცელდება მთელ ქვეყანაში“, - აღნიშნავს როშელ ვალენსკი.

CDC-ის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინები ჰოსპიტალიზაციას მაღალი რისკის ასაკობრივ ჯგუფებში ამცირებს, ასევე, ჯონსონ და ჯონსონის ვაქცინამ, რისკჯგუფებში 85%-იანი დაცვა აჩვენა.