პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
ქალს საკეისრო კვეთა 36-ე კვირაზე ჩაუტარდა. ოპერაცია 1 თვის წინ გაუკეთეს, თუმცა ოპერაციის შემდგომი გართულებების გამო ის 2 დღის წინ გარდაიცვალა.
ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.