Digest Logo

ქუთაისში კორონავირუსი 1 თვის ბავშვმა დაამარცხა

1603869521
ქუთაისში კორონავირუსი 1 თვის ბავშვმა დაამარცხა

ქუთაისში კორონავირუსი 1 თვის ბავშვმა დაამარცხა, ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა „ლჯ და კომპანია“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კლინიკა „ლჯ და კომპანიაში“ კორონავირუსი 1 თვის პაციენტმა დაამარცხა.
მცირეწლოვანი კლინიკიდან დღეს გაეწერა, პაციენტის მკურნალი ექიმი, პედიატრ-ინფექციონისტი ნინო ჩაკვეტაძეა“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი.