Digest Logo

ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ექსპერტებად ნუ გამოდიხართ, „ყველაფერშჩიკობა" საშიშია - ნახეთ, რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

1627295956
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორი გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მსოფლიო 22 წელს კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას შეძლებს.

გიორგი ფხაკაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„2022 წელი იქნება ვირუსის დამარცხების წელი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად თუ არ ვიმოქმედეთ, არაფერი გამოვა. „დელტა" ვირუსი ვერაგია. ვირუსთან ომში უკვე ორი შეიარაღება გვაქვს - სამედიცინო პირბადე და მაღალეფექტური ვაქცინა „ფაიზერი". გამოვიყენოთ, ავიცრათ! სხვა ვაქცინებზე, გთხოვთ, ნუ მეკითხებით, ჩემი პასუხია - არ ვიცი! და კიდევ, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ელექტრიკოსმა - ელექტრობას, ოფთალმოლოგმა - თვალს, კარდიოქირურგია - გულს, გთხოვთ, ყველა ექსპერტებად ნუ გამოდიხართ. „ყველაფერშჩიკობა" საშიშია. მოუსმინეთ გამოცდილებს, რომლებიც გეუბნებიან, რა არის გამოსავალი", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

✅ასევე დაგაინტერესებთ:

„ამაღელვებელი მესიჯი უცნობი ბავშვისგან“ - რა მისწერა 13 წლის მოზარდმა ცნობილ პედიატრს

VIDEO: ზღვამ ფეხსაცმელები გამორიყა - რა მოხდა სოჭში?

„თუ გშია და არ გაქვს საშუალება, აქ დაგაპურებენ... გთხოვთ, არ მოგერიდოთ" - წარწერა ქობულეთში