ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა. ისინი მოსახლეობას სიმპტომების შემთხვევაში სახლში დარჩენისკენ და იზოლაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
„ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები რჩება იგივე დონეზე, რაც იყო 2 კვირის წინ. ასევე, არ იზრდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა. მნიშვნელოვანია წესების დაცვა, თუ ადამიანს აქვს სიმპტომები უნდა დარჩეს სახლში. ეს იქნება ერთ-ერთი გარანტია რომ, ინფექციის სწრაფი გავრცელება არ მივიღოთ“, - აცხადებს თამარ გაბუნია.
ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, აუცილებელია 50 წელს ზემოთ მოსახლეობის ბუსტერიზაცია.
„არის მზარდი ციფრები, არა არის მარტივი სიტუაცია. „ომიკრონს“ დროის მცირე მონაკვეთში, ბევრი ადამიანის ინფიცირება შეუძლია და შესაბამისად, გარკვეულწილად 2-3 კვირის შემდეგ იწყება თავდაღმართი. აუცილებელია ვაქცინაცია და განსაკუთრებით ბუსტერ დოზის გაკეთება. ეს არის გარანტია რომ ინფექციის შემთხვევაში არ მოხვდნენ ჰოსპიტალში და მძიმე შედეგი არ დადგეს“, - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სამწუხაროდ, კოვიდის გამო გარდაიცვალა... ეს ექიმობა არ არის, მავნებლობაა“ - რას წერს ზაზა თელია
🔵რამდენჯერ უნდა აიცრას ადამიანი ბუსტერ დოზით? - კულუმბეგოვის განმარტება